''სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის'' : ოცნების დეპუტატი კრიტიკის წერილებზე
პოლიტიკა - 13:50, 12 Feb, 2020     864

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ლურსმანაშვილი კიდევე ერთ კრიტიკულ წერილს ეხმაურება, რომელიც პრემიერმა გახარიამ რენდი ვებერისგან მიიღო.

"სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსიური ჩარევა არაა მიზანშეწონილი" - ლურსმანაშვილი.

მისივე თქმით, ზოგიერთი კონგრესმენის კრიტიკა მისთვისაც შემაშფოთებელია, თუმცა, მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკა უსაფუძვლოა, როდესაც ის "ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლას" ეხება.

"მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს, კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მივიღო გადაწყვეტილებები",- ამბობს ლურსმანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა, რენდი ვებერმა გამოუგზავნა.

რენდი ვებერი წერილში წერს, რომ ის უერთდება თავის კოლეგებს კონგრესში და თავადაც შეშფოთებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობით, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და ოპონენტების პოლიტიკური დევნით.

წერილში კონგრესმენი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა აქვს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკის განვითარებაში და მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი (Georgia Support Act) სხვა ღირებულებების მხარდაჭერის გამო მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42