"დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია"- თქვა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
"ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რასაც პროცესების სტაბილიზაციას, არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს",-ამბობს მდინარაძე.
ოფიციალური ბრუსელი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს- ცალკეული პოლიტიკოსებისა და დეპუტატების შემდეგ, ამჯერად ევროკავშირის წარმომადგენლები ქვეყნის მთავრობას ახსენებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს, მათ შორის უზრუნველყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი ქვეყანაში.
ევროკავშირი აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ ხმაურიან საქმეს და ოპოზიცინერი ლიდერების დევნის შემთხვევებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა. გუშინ კი დახურულ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






