„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ - ახლებური ვერსიის პრეზენტაცია
განათლება - 11:44, 12 Feb, 2020     4873

1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია უნივერსიტეტის ისტორიული პერიოდი დაწყებული 1907 წლიდან, გაგრძელებული მისი დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომლითაც ასწლოვანი უნივერსიტეტი წლების მანძილზე იწონებდა თავს.

"ეს არის ბრწყინვალე ნაშრომი და ეხება უნივერსიტეტის ისტორიას დაარსების დღიდან 1988 წლამდე. კარგია რომ მკითხველს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ გაეცნოს უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას. ყველა ის ფაქტი, რომელიც მოყვანილია წიგნში არის უაღრესად საინტერესო და იგრძნობა რომ დიდი სიყვარულით არის დაწერილი," - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ პროფესორის სერგი ჯორბენაძის თქმით, 2021 წელს სერგო ჯორბენაძის კიდევ ერთი წიგნის "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა" (1983 წელი) ახლებური ვერსია გამოიცემა და მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის 145 წლის იუბილეს.

"ჩემთვის ეს მოვლენა განსაკუთრებულია ორი ფაქტორის გამო, პირველი, თსუ ჩემთვის არის ალმა მატერი, რომელიც სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ამას გარდა, მან არაერთი ქართველი პროფესიონალის ჩამოყალიბებაში ითამაშა უდიდესი როლი. წიგნი არის ბაბუაჩემის გამოშვებული და გახლავთ მისივე ავტორი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს მკითხველს არის ის პრეისტორია,რომელიც დაფუძნებამდე არსებობდა. წიგნში ჩანს თუ რამხელა წინააღმდეგობა იყო უნივერსიტეტის დაარსებისას კონკრეტული პირების და სახელმწიფოს მხრიდან," - განაცხადა თსუ პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ.

„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42