ივანიშვილი ლობისტებისთვის მილიონ დოლარს ჩამოდის, მაგრამ საერთაშორისო დონის კრიტიკა არ წყდება
პოლიტიკა - 10:19, 12 Feb, 2020     3873

ოლიგარქი აქტიურ თავდაცვაზე გადადის: სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსგან მწვავე განცხადებების შესაწყვეტად ივანიშვილი თითქმის მილიონ დოლარს იხდის. ამის შესახებ ცნობილი გახდა ლობისტებთან გაფორებული იმ კონტრაქტით, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა, დოკუმენეტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აწერს ხელს. დავალებაც კონკრეტულია: ვანშიგტონიდან "ქართული ოცნების" კირტიკა უნდა შეწყდეს.

დღემდე ივანიშვილის გუნდს სენატორები და კონგრესმენები აკრიტიკებდნენ, თუმცა ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ქართული ოცნება ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის წინააღმდეგ მუშაობასაც უკვეთავს. ოპოზიციისთვის ეს ჩანაწერი პირდაპირი ნიშანია, რომ ივანიშვილს შეეშინდა და პანიკაშია.

''გააქტიურება იმ კუთხით რომ იგი პარტიისთვის ცალკე ლობისტებს ქირაობს, სწორედ უშუალოდ ის არის ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან მის მიმართ მოდის ეს წერილები ეს გულისხმობს იმას, რომ შიში ძალიან დიდი აქვს, მას მოლოდინი აქვს რომ ეს აქტიურობა დამაზიანებელი იქნება მისთვის მისი ფინანსური აქტივებისთვის დასავლეთში’’- ხატია დეკანოიძე

‘’ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა ლობისტები დაიქირავოს და საგარეო დესანტები გადასხას, მილიონებიც რომ დახარჯოს ეს იქნება ბიუჯეტიდან თუ თავისი ჯიბიდან გადახდილი, მის საგარეო ბრძოლას არაფერი უშველის, სრული კონსენსუსია ჩვენს პარტნიორებში, აშშ-ში, ევროპაში, რომ საქართველოში გვყავს ოლიგარქი’’- სერგი კაპანაძე

‘’ნამდვილად იხეირებს ის ლობისტი, მაგრამ ქართული ოცნება გარეცხვას არ ექვემდებარება, არ ირეცხება, ამიტომ რამდენიც არ უნდა გადაუხადონ, ქართული ოცნების მიმართ დამოკიდებულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში არ შეიცვლება, არც აშშ-ში, არც ევროპაში, იმიტომ რომ თავად ივანიშვილი უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო და უფრო მკვეთრად ნეგატიური განწყობა იყოს მათ მიმართ.'' - განცხადა დავით ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42