რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან, რენდი ვებერი TWITTER-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს სადაც აღნიშნავს, რომ იგი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით- მთავრობის მიერ გადადებული რეფორმებითა და ამერიკული ინვესტიციებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნით.
„ დღეს მე გწერთ წერილს, რათა შევუერთდე ორპარტიულ შეშფოთებას კონგრესიდან, რომელიც გამოწვეულია საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებზე უარის თქმით, მისი თანმხლები პროცესით, ეკონომიკური სტაგნაციითა და პროგრესის შემცირებით.
მე ვუერთდები ჩემი კოლეგების შეშფოთებას დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და საერთაშორისო ამერიკული კოპორაციების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო.
ყველაზე მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ გულისხმობდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას იმისთვის, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება დღეს დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის საპირისპიროდ იქცევა.
შემაშფოთებელი ტენდენციების გამო, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ 2019 და 2020 წლებში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკანონმდებლო აქტს, რაც განსაკუთრებულად ეხებოდა იმ შეშფოთებას, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ გატარებული ძალადობრივი პოლიტიკის გამო. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად აშშ-ს მთავრობიდან, თქვენს ქვეყანას სიფრთხილით და უარყოფითად უყურებენ.
ნეგატიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი უცხოური ფინანსური დახმარების ფონზე, მოწოდებები სანქციებსა და სხვადასხვა შეზღუდვებზე იზრდება აშშ-ში. მე ვუერთდები იმ მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებიც მოითხოვენ თავიანთ უშუალო ჩართულობით აშშ- საქართველოს შორის სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნას და ამაზე სპეციალური საკანონმდებლო აქტის მიღებას" - ნათქვამია გიორგი გახარიასათვის კონგრესმენი რენდი ვებერის მიერ მიწერილ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






