„როდესაც ვამბობ უკომპრომისო ბრძოლას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ აქციები. იქნება ესეც და იქნება სხვადახვა ფორმები ხალხთან ურთიერთობაც, იქნება სოფელ-სოფელ სიარული თუ სხვა. მთავარია შევთანხმდეთ და ოპოზიცია გავიშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და სისტემაში მოყვანილი გეგმით დავიწყოთ პროცესი, რომელიც დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან მელიას განცხადებით, 4 აპრილს, 4 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოების წინაშე წარსდგება ხელისუფლების ცვლილების კონკრეტული გეგმით.
"საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს მართვის სათავეებს, მაგრამ მათ აინტერესებთ, რას სთავაზობს ოპოზიცია.
4 აპრილს, 4 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოების წინაშე წარსდგება ხელისუფლების ცვლილების კონკრეტული გეგმით, რომელიც შეთანხმებული იქნება მთელს ოპოზიციურ სპექტრთან კონსენსუსის საფუძველზე" - ნიკა მელია
მასალის გამოყენების პირობები






