''უგულავა დააპატიმრეს, მაგიდიდან აგვაცალეს პრაქტიკულად ადამიანი, ვინც გვერდით გვეჯდა მოლაპარაკებების დროს'' - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:39, 11 Feb, 2020     1022

''ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, კომენტარს აკეთებს გიგი უგულავას დაპატიმრებაზე, ის აგრეთვე ხაზს უსვამს გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიხედვით ბრძოლას განაგრძობენ ივანიშვილისა და მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ. კონსულტაციები კი ლეიბორისტული პარტიის ოფისში სისტემატიურად გაგრძელდება.

‘’ჩემთვის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის სრულიად ნათელია, გუშინ უგულავა დააპატიმრეს ორი რამის გამო, მასში დაინახეს ლიდერის პოტენციალი და მეორე, აყირავებულიყო მოლაპარაკების მაგიდა.

ხელისუფლებამ, რომელიც აგრძელებს მოსმენას და თვალთვალს, იცოდა, რომ დიპლომატიურ კორპუსს ჰქონდა მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ, ოპოზიცია დავეთანხმეთ და ჩვენთვისაც მისაღები იყო, გამორიცხავდა ეს ვარიანტი კრიზისებს და იყო ბევრად უფრო ახლოს პროპორციულ სისტემასთან. მათ შორის, ერთერთი ვარიანტი იყო 130/20-ზე.’’ - განცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა ხელისფულებას არ გაუვა ის ქმდება რაც გიგი უგულავას მიმართ მოიმოქმედეს, ოპოზცია განგრძოვს ბრძოლას და ქართველი საზოგადოება ყვეაფერს გგანაზლიზებს.

‘’აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ძალიან ამაზე უარის თქმა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ ჩავეყენებინეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ან იგნორირება უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ მაგიდიდან აგვაცალეს პრაქტიკულად ადამიანი, ვინც გვერდით გვეჯდა მოლაპარაკებების დროს, ან ამ ფორმატით გაგრძელებაზე გვეთქვა უარი.

არ გაუვა ასეთი ტრიუკები ხელისუფლებას, როგორც უყვარს ხელისუფლების ხელმძღვანელს ამ სიტყვების გამოყენება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თუნდაც ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ბევრი ვერ მაჯობებს ამაში - ანალიზს გააკეთებენ და მიხვდებიან იმას, როცა 2020 წელს იჭერენ ადამიანს მესამედ, რომელიც 2012 წელს იყო ხელისუფლებაში და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც უკვე რვა წელია ხელისუფლებაშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ამ სახლში, ამ კარში, აქ, სხვა ქუჩაზე ყველგან შეიძლება დააკაკუნოს უბედურობა, ეს განვითავისოთ ” - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42