''ოპოზიცია არის ერთიანი, ბრძოლა გრძელდება'' - ბაქრაძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე
პოლიტიკა - 16:21, 11 Feb, 2020     789

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დაიწყო. ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებსა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე იმსჯელებენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაპატიმრებით აღარ დატოვა სივრცე ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის.

"ხელისუფლებამ აღარ დატოვა სივრცე დიალოგისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ ვიყავით განწყობილი ძალიან კონსტრუქციულად, რომ მოგვეძებნა გამოსავალი კრიზისიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ თავისი ტყუილით და გადაგდებით შეიყვანა ქვეყანა.

შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ" - თქვა ბაქრაძემ და ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპიზიციის ერთიანობა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება.

"რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სულ ცოტა ხანში გაგაცნობთ - რაზე შევთანხმდებით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - ოპოზიცია არის ერთიანი, ბრძოლა გრძელდება, ხელისუფლებამ დააასრულა უგულავას დაჭერით ის დიალოგი, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ ყველაფერზე.

"მათ შორის, პირველ რიგში, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს - ნებისმიერ სისტემაში წააგებს არჩევნებს, აქეთ მიდის პროცესი, ამისთვის არსებობს მზადყოფნა ოპოზიციაში და სწორედ ამაზე გვექნება საუბარი ამ შეკრებაზე" - თქვა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, 10 თებერვალს შეწყვიტა.

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა - პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42