თინა ხიდაშელი: დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია!
პოლიტიკა - 13:55, 11 Feb, 2020     1205

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ უგულავა პოლიტპატიმარია.

„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!

1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში.

2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.

3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება, ის იზომება იმით: ვინ გასამართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ?

რა გარემოებებში ხდება გასამართლება?პირის კავშირი პოლიტიკასთან.

რასაც ახლა ვწერ, სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ-გაგიჟებული არიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც მაშინაც ესმოდა და ახლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.

სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან, მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42