''ამ ნაბიჯით „ოცნებამ“ დაწვა ყველა გზა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად''- ჭიჭინაძე უგულავს პატიმრობაზე
პოლიტიკა - 12:58, 11 Feb, 2020     751

პოლიტიკური მოძრაობა ‘’ტრიბუნას’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება, მისივე თქმით ქართულმა ოცნებამ მოლაპარკაების ყველა გზა დაწვა. აგრეთვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსზე დევნა დასავლეთის პარტნიორებისგან დიდი გაღიაზიანებას გამოიწვევს, შთაბეჭდილება გვრჩება რომ გარიგბის შედეგად გამოუშვეს, დაარღვია და ისევ დააპატიმრეს.

“გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა, თვითონ ფაქტი იმდენად ამოვარდნილია, იმ მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი პრაქტიკულად ამკვიდრებს ყველა თავის პარტნიორ ქვეყანაში, რომ რეალურად გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება. მითუმეტეს, თალაკვაძისა და ზალკალიანის ვიზიტის ფონზე, სადაც მეტ-ნაკლებად დაპირებებიც გაიცა და მეგობრობაზეც იყო საუბარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები. დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც ჰპირდებოდნენ, რომ გარკვეულ კომპრომისს მოძებნიდნენ ოპოზიციასთან. მაგრამ, გუშინ ამ ნაბიჯით „ოცნებამ“ დაწვა ყველა გზა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად. რადგან, რეალურად დამნაშავე ადამიანსაც კი, როდესაც ასე ექცევიან, ყველა მეტ-ნაკლებად სოლიდარობას უცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სამართალი უნდა იყოს სამართლიანად დამდგარი და არა უსამართლოდ. იმიტომ ჰქვია სამართალი და ახლა კი, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაღაც გარიგების შედეგად იყო უგულავა გამოშვებული, „გარიგება“ დაარღვია და იმიტომ „დასაჯეს“.

მე ვთვლი, რომ ასე მანიპულირება დამნაშავეებთანაც არ შეიძლება. არავის აქვს უფლება, კულუარულად, გარიგდეს და მერე თუ ვიღაცა მას დააზიანებს, შესაბამისად ისევ ანგარიში გაუსწოროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრობლემა, ხალხზე და ქვეყანაზე კი არ არის ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებული, არამედ თავის ინტერესებზე” - აღნიშნა ‘’ტრიბუნას ‘’ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42