"ეს, ფაქტობრივად, არის დაცინვა" – ეკა გიგაური გიგი უგულავას განაჩენზე
პოლიტიკა - 21:44, 10 Feb, 2020     787

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო-ს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა ამერიკის საელჩოში მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა, არის მიუღებელი და „დასასვლელი პარტნიორების ფაქტობრივი დაცინვა“. გიგაურს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯს „ძალიან მკაცრი რეაქციები“ მოყვება.

როდესაც მთელი დასავლეთი, ანუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იქნება ეს სხვადასხვა რეფორმა თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ასევე ისინი საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე… ჩვენი მთავრობა საპასუხოდ აკეთებს რას? საპასუხოდ აი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ეს ფაქტობრივად, არის დაცინვა. ასე არ ექცევი და ასეთი რეაქციები არ გაქვს იმ პარტნიორის განცხადებებზე, რომელიც გეხმარება, რომელიც ცდილობს დაგაკავშიროს NATO-სთან და ევროკავშირთან და რომელიც ეხმარება შენს ეკონომიკას. ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური და დაცინვა. არ შეიძლება ასე ექცეოდე საკუთარ პარტნიორებს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაქციები“. ვიცით რომ კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებიც და მათი წარმომადგენლებიც არიან გამოძიების ქვეშ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც არ არის მზად, რომელშიც ხელისუფლება არ არის მზად, ვინმეს გაუყოს თავისი ძალაუფლება და უნდა რომ ულიმიტოდ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, ჩვენ არ გვინდა რომ ასეთი ქვეყანა გვქონდეს, ჩვენ გვინდა დემოკრატია, და რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს გვქონდეს”. - განაცხადა ეკა გიგაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42