"შევედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ უგულავა დააპატიმრეს, პოლიტიკური რეპრესიებია" – სამნიძე აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 21:14, 10 Feb, 2020     861

დღეს ამერიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. ელჩთან შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კელი დეგნანს გიგი უგულავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მას მიაჩნია, რომ უგულავას დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვება.


"მე, შეიძლება ითქვას, რომ არ დავსწრებივარ შეხვედრას, შევედი და მივესალმე, გავეცანი და ვუთხარი, რომ არის ასეთი მდგომარეობა, პოლიტიკური რეპრესიები და ამან მიიღო ასეთი მწვავე სახე, რომ წარმოუდგენელიც უნდა წარმოვიდგინოთ უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში. მას ვუთხარი, რომ დააპატიმრეს გიგი უგულავა, მთელი ოპოზიცია არის ერთად, გაკეთდა განცხადება, რომ არავითარ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და არ გაგრძელდება ასეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს პირდაპირ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, განეიტრალებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, მალე დაინახავს ეს ხელისუფლება, რომ ბრძოლას აზრი აქვს და არავინ აპირებს გაჩერებას. მე ვუთხარი ელჩს ამ დგომარეობის შესახებ და ვუთხარი, რომ მე არ შემიძლია ვიყო ამ მიღებაზე, ბოდიში მოვუხადე ამისთვის და მივდივარ ჩემს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მსჯელობას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი წერილების ფონზე უფრო შეშინდა და არაადეკვატური გახდა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამას მოწმობს. რა თქმა უნდა, ამას მოყვება მწვავე რეაქციები, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს და ვეუბნებოდით, რომ ხელისუფლება არ არ აჩერებს ამ რეპრესიულ რეჟიმს და ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ გააჩეროს თითოეული ის ადამიანი და პოლიტიკური ლიდერი, ვინც გაბედავს და მისი აზრის წინააღმდეგი იქნება." - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42