"მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც არ ყოფილა, ჩვეულებრივი კადიროვიზაციაა" - დეკანოიძე უგულავას საქმეზე
პოლიტიკა - 20:50, 10 Feb, 2020     826


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც არ ყოფილა. მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს ოპოზიციის ერთიანობა „აშინებს“.

„როდესაც საქართველოს დელეგაცია, ხელისუფლება, ვგულისხმობ არჩილ თალაკვაძეს და დავით ზალკალიანს, იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, პირდაპირ უთხრეს, რომ ქართული მართლმსაჯულება აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია კანონის უზენაესობა, რომელიც პრაქტიკულად არ გვაქვს და დღეს დადასტურდა, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც ჩამოყალიბდა ყველაზე უფრო მახინჯ სისტემად. ამიტომ, ეს ყველაფერი იქ დაუდასტურეს, შემდეგ ჩამოვიდნენ და ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ აღსრულდეს მეორედ ვითომ კანონი გიგის წინააღმდეგ. ეს არის წარმოუდგენელი, მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც არ ყოფილა. მართლა კადიროვიზაცია მიდის ჩვეულებრივი. ეს ყველაფერი არის აბსურდი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც აშინებს ივანიშვილს, ეს არის ერთიანობა, რისიც ეშინია და ფიქრობს, რომ ბოლო ფაზაა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42