უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ განაჩენის გამოტანა პოლიტიკური კრიზისის დროს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და გვექნება მძიმე, პოლარიზებული გარემო.
„ვერცერთ პოლიტიკურ თემაზე განცხადება ვერ გაკეთდებოდა ამ შეხვედრაზე, თუმცა როგორც ვხვდები, ოპოზიცია ერთი-ერთზე საუბარში ამ თემას ახსენებდა. ერთია სისხლის სამართლის საქმე და მეორეა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო და ახლა შეუძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება. მე რასაც ვხვდები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება - დარჩება შერეული სისტემა. ამ სისტემის დატოვება კი ნიშნავს მძიმე პოლარიზებულ გარემოს. აქედან გამოსავალს ვერ ვხედავ და ვერც სურვილს, რომ არ მოგატყუოთ. მე ვერიდები სისხლის სამართლის საქმეებზე კომენტარების გაკეთებას. მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი“, -აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






