„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მელია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და ამით ის ცდილობს პროტესტის შეჩერებას.
„გამოსავალი რომ იყოს პოლიტიკური ლიდერების დაკავება ბიძინა ივანიშვილისთვის, რაიმე შანსი მაინც ექნებოდა ივანიშვილს თეორიული მაინც, ეს ნაბიჯი რომელიც ივანიშვილმა დღეს გადადგა არის პანიკით განპირობებული, ის არის შეშინებული, ის ხვდება რომ ნდობა საზოგადოებაში აქვს დაკარგული და ცდილობს და ებღაუჭება ხავსს, ცდილობს იქნებ დააშინოს ოპოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რა ქნას. აქ სწორად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, დღეს გიგი უგულავა ძვარაკად შეეწირა დროებით იმ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






