ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება - აუდიტის დასკვნა
პოლიტიკა - 17:16, 10 Feb, 2020     875

აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა შეისწავლა.

მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10 097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5 336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3 895 ოჯახს – შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

დაბა ხარაგაულში, სოფლებში: ა საღანძილესა და დიდვაკესში 1165 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ემსახურება ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, არსებული წყლის სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი. მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი. შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული ხუთი სინჯიდან, დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს – ორ სოფელში, 2019 წელს – სამ სოფელში, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.

სააგენტომ მუნიციპალიტეტს მისცა რეკომენდაცია, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ღონისძიებების გატარებისთვის. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარადგინეს დოკუმენტაცია გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

„მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42