''ერთიანი ნაციონალურო'' მოძრაობის წევრი, ნიკა მელია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, კერძოდ ოპონენტი პოლიტიკოსების მიმართ დევნაზე განცხადებას ავრცელებს, მისივე თქმით პოლიტიკოსებზე დევნა და მათი გასამართლება, ივანიშვილს უფრო გაურთულებს პოლიტიკურ სიტუაციას.
“არ მომეძებნება, არამარტო მე, არავის არ მოეძებნება პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებდნენ ერთიდაიგივე საქმეზე ორჯერ და იმედი მაქვს რომ ეს პრეცედენტი არ შედგება საქართველოში. თუმცა დიდი სურვილი რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ ეს ასე მოხდეს ეს ნათელია ხო, ამის მაგალითები გვაქვს სხვა სისხლის სამართლის ფარგლებში, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი. თუკი გიგი უგულავას მიმართ ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი, ნუ თავის თავს დააბრალოს ბიძინა ივანიშვილმა. მას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ” - განცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






