''პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი'' - საპარლამენტო უმრავლესობა უგულავას საქმეზე
პოლიტიკა - 14:49, 10 Feb, 2020     745

მმართველი ხელისუფლებაში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეს ეხმაურებიან, რომელიც უზენაეს სასამართლოშია დანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს უგულავას წინააღმდეგ საქმის წარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მას გიგი უგულავას პოლიტიკურ კეთილშობილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.

"უზენაესის სასამართლო ზუბალაშვილების ქუჩებზეა და შეგიძლიათ მიაკითხოთ. უგულავას პოლიტიკურ კეთილშობილებასთან მიმართებაში მაქვს კითხვის ნიშნები და სამართლებრივად ვერ გეტყვით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუნდის კიდევ ერთი წევრისთვის, დიმიტრი ხუნდაძესთვის კი გაუგებარია, რატომ არ უნდა იწყებოდეს სასამართლოში საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას კითხვები აქვს.

"ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, ფუთავს ისე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის საბაბი. პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არ მოსთხოვონ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42