ლოს-ანჯელესში გამართული ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულებიდან რამდენიმე საათში ვარსვკლავების ჩაცმულობა კრიტიკოსთა განხილვის საგანი გახდა.
შემფასებელთა და დიზაინერთა აზრით, ყველაზე ცუდად ჩაცმულ მსახიობთა შორის აღსანიშნავია ბილი პორტერი, რომელსაც ჯაილს დიკენის კაბა და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი ეცვა.

მოდის ექსპერტთა შეფასებით აგრეთვე ძალზე ცუდად გამოიყურებოდა ქალის მეორახარისხოვანი როლის საუკეთესო შემსურელებელი ლორა დერნი, რომლის კაბა საძინებლიდან გამოსული ქალის საღამურს შეადარეს.

კრიტიკოსთა აზრით, აგრეთვე ძალზე მკაცრად და უხეშად გამოიყურებოდა ჯანელ მონე თავის „ ვარსკვლავური ომების კაბაში.

მოდის კრიტიკოსებმა ყველაზე დახვეწილად და ელეგანტურად ჩაცმულად კი მიიჩნიეს ნატალი პორტმანი, რომელიც დიორის კაბასა და კარტიეს სამკაულში დედოფლურად გამოიყურებოდა.

აგრეთვე ძალზე ლამაზად და გრაციოზულად გამოიყურებოდა მსახიობი მარგო რობი შანელის კაბაში.

შეუმჩნევლად არ დარჩენილა აგრეთვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი, რომელსაც დიორის შავი კაბა ეცვა.

აღსანიშნავი იყო აგრეთვე სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც ძალზე სექსუალურად გამოიყურებოდა სპეცშეკვეთით დამზადებულ ქვიშის საათის ფორმის ოსკარ დე ლა რენტას შამპანურის ფერის კაბაში.
მასალის გამოყენების პირობები






