''ვთვლი, რომ ოპოზიციის დღვანდელი შეხვედრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე-5 რაუნდი არის მოახლოებული, გასახებია ხელისუფლებას რა სურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი, უფრო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დღეს ოპოზიციურ მაგიდასთან განხილული“. - შეხვედრის წინ განაცხადა „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძე არ აკონკრეტებს რა ახალ ვარიანტის განხილვას აპირებს ოპოზიციური მაგიდა, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ოპოზიცია განწყობილია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი.
''ხელისუფლების მუქარანარევი განცხადება, რომ მე-5 რაუნდი არის ბოლო შეხვედრა, კი ბატონო იყოს ბოლო, რაც ნიშნავს რომ ელისუფლება დაგვთანხმდება კომპრომისულ ვარიანტზე, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს რისკებს და მიახლოებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.
''ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის ირონიული განცხადებები, იმ ადამიანების, რომლებიც სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ, რომ ხელისუფლებაში იქნებოდნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, რა თქმა უნდა ასეთი „პოლიტიკოსებია“ განცხადებები რთული მოსასმენია, მაგრამ ვურჩევ, ნუ გაიხდიან თვითმიზნად, რომ მაინცდამაინც მე-5 რაუნდი იქნება ბოლო, შესაძლოა ხელისუფლებას მათ მე-6 რაუნდიც დასჭირდეთ“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






