საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა "ევროპა რაგბის" მეორე ტურის მატჩი მადრიდში გამართა და მასპინძლები ანგარიშით 23:10 დაამარცხა.
ექსპერტები წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ესპანეთს მიიჩნევენ საქართველოს მთავარ მეტოქედ, (პირველ ტურში რუსეთი ბონუს ქულით დაამარცხა).
თამაში ბედი ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს, რომელიც სტუმრებმა სოლიდური სხვაობით – 23:5 მოიგეს.
თავი ორი ლელოთი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა, ერთიც ნაკრების დებიუტანტმა აკა ტაბუცაძემ დადო, ხოლო თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა.
მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა, სტუმრებს ლელო მხოლოდ თამაშის ბოლო წუთზე დაუდეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოახერხეს და მატჩი 23:10 დამთავრდა.
შეგახსენებთ, პირველ ტურტში საქართველომ რუმინეთი 41:13 დაამარცხა და ტურნირს ლიდერობს. ბორჯღალოსნები მორიგ 2 თამაშს შინ - 22 თებერვალს ბელგიასთან და 14 მარტს რუსეთთან გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები