"ჩვენი ინტერესია, რომ ყველა შესაძლებლობა ვცადოთ, მანამდე გავაგრძელოთ პროტესტი, ცუდ ვარიანტის შემთხვევაშიც მზად ვართ. ორსახოვანი იანუსები არიან: შეხვედრებზე სხვანაირი სახით წარსდგებიან ხოლმე, როდესაც საქართველოს მეგობრებს ხვდებიან, მაგალითად სენატორებს რიშს და შაჰინს, ადამ კინსინგერს. იქ იძახიან, რომ ‘დიალოგი, ჩვენ აუცილებლად მოვილაპარაკებთ’... გარანტიები მოგვცესო, სენატორებმა თქვეს, პროგრესს დაპირდნენ. მერე ახსენდებათ, რომ ადგილობრივი აუდიტორიისთვის და ივანიშვილის გასაგონად რკინის ნოტები უნდა შეურიონ გზავნილში და იძახიან, რომ ახლა დაიხურება, თუ ამაზე არ დაგვთანხმდებით.
ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჩვენ ვართ მოქნილები, ჩვენ მათ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი და კიდევ შეიძლება მოიფიქრო რამდენიმე ვარიაცია, რომელიც წაიყვანს სისტემას არსებითად პროპორციულობისკენ," - თქვა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






