"გარანტიებს ქმნის კონსტიტუცია და არაფერი ახალი გარანტიები საქართველომ არ შეიძლება მისცეს" - აცხადებს თალაკვაძე "ამერიკის ხმასთან".
"გარანტიებს საქართელოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, შესაბამისად არაფერი ახალი გარანტიები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება საქართველომ მისცეს. მთავარი შეთანხმება, პრინციპები, ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ, უკვე ცნობილია როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. გარანტიები არის საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყანა იცავს ადამიანის უფლებებს, რომ კონსტიტუციაში არის მოცემული კონკრეტული საარჩევნო სისტემა - 2016 წელს დავპირდით საზოგადოებას, რომ შევცვლიდით კონსტიტუციას და 2024 წელს საქართველო გადავიდოდა პროპორცულ არჩევნებზე. ეს დაპირება შევასრულეთ, დღეს კონსტიტუციაში ეს წერია. უთანხმოება რჩება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა აქაც სამართლიანი და კომპრომისული შეთავაზება გვაქვს ოპოზიციისთვის," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






