გაფლანგული მილიონების სკანდალი და საეჭვო ტენდერების საქმე - მერიაში მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაკავებები იწყება?
პოლიტიკა - 12:34, 08 Feb, 2020     2992
აუდიტის დასკვნა შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზი გახდეს. უწყების სკანდალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფლანგულია მილიონობით ლარი.

აუდიტს კითხვები აქვს მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაობეისთვის გამოყოფილ ტენდერებთან დაკავშირებითაც. აუდიტმა ვერც კი მოიძის დოკუმენტები რომ ფასის შესაბამისობა დაედგინა, რამდენად სწორად დაიხარჯა 46 მილიონი ლარი ვაგონების რეაბილიტაციისთვის.

დოკუმენტი 2017-18 წლების საქმიანობას მოიცავს, პროკურატურაში დევს, სადაც მოხვდა საეჭვო ტენდერებიც.

დოკუმენტის თანახმად, ავტოპარკის მოწესრიგჰებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარკვებულმა კომპანია "დაგმა" ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.

ოპოზიციაში აუდიტის მორიგ ხმაურიან დოკუმენტს "საბრალდებო დასკვნას" უწოდებენ და დედაქალაქის მერიაში გამეფებულ კორუფციაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ეს აუდიტის დასკვნა კახი კალაძის მერობის ოერიოდს ეხება. აუდიტი წერს, რომ თანამშრომლები სამსახურებში არ დადიან, ჩვენ მოქალაქეები კი მილიონობით ლარს ვიხდით წლიდან-წლამდე მათ ანაზღაურებაში. 46 მილიონი ისე გადავიხადეთ, რომ დოკუმენტიც კი არ არესებობს, რაში დაიხარჯა. დასკვნაში შავი-თეთრზე წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიიდან მილიონობით ლარი გაიფლანგა და ეს ხდება კალაძის მერობის პერიოდში"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, დასკვნის საფუძველზე მერიის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სრულიად შესაძლებელია.

დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც".

ირაკლი აბესაძის განცხადებით, საუბარია თბილისის მერიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაზე, სდადაც მისივე თქმით უამრავი დარღვევა იკვეტება.

"თბილისის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გაფლანგული. ეს არ ტოვებს იმის შტაბეჭდილებას რომ საქმე უცოდინრობასთან ან შეცდომებთან გვაქვს. როგორც ჩანს შესაძლოა საქმე გვქონდეს წინასწარ დაგეგმილად და ორგანიზებულად სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასთან, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ მერიის მაღალჩინოსნები"- აცხადებს საკრებულოს წევრი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42