8 თებერვალს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორია ზურაბ გაიპარაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა მკითხველს სთავაზობს „უნივერსიტეტის“ მეხუთე შევსებულ გამოცემას, რომელშიც მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია. ალბომში მოკლედ მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგებისა და იმ სამეცნიერო სკოლების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ამ გამოცემაში განსაკუთრებით არის ყურადღება გამახვილებული უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებზე, საერთაშორისო წარმატებებზე.
ალბომში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტომასალა დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.
მასალის გამოყენების პირობები