ოპოზიცია ბრძოლის შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეს! ოპოზიციის გამარჯვებას სტრატეგიული გეგმის გაფართოება და შესაბამისი ლიდერშიფის გამოკვეთა სჭირდება! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 15:07, 07 Feb, 2020     1422

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების თაობაზე და მასთან დაკავშირებული პოლემიკა ხელისუფლებამ ისეთ სიბრტყეში გადაიყვანა, რომ შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს დავა უკვე რაღაც გაუგებარ კაზუისტიკად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო კანონპროექტზე ეუთო/ოდირის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ კანონპროექტის მიღება შესაძლებელია ორგანულ კანონში ცვლილების შეტანით პარლამენტართა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხელისუფლება ცდილობს ეს საკითხი მაინც სადავოდ აქციოს და აშკარად არაკონსტრუქციულ, ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.

როგორც სჩანს, არც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და არც ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტის შესახებ, საკმარის გავლენას ვერ ახდენს ივანიშვილის ხისტ პოზიციაზე.

ხელისუფლების „სიჯიუტის“ და არაადეკვატურობის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მისი მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და რადგან სამართლიანი დემოკრატიული არჩევნებით ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ როგორც სჩანს ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი გზა, მათ შორის - დაპირებულ სამართლიან საარჩევნო სისტემის მიღებაზე საბოლოოდ უარის თქმა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ძალადობა, შერჩევითი სამართლი, ამომრჩეველთა მოსყიდვის სხვადასხვა ფორმები, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი მოწოდებების სრული უგულებელყოფა და ა.შ.

რადგან ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ავანტურაში ასე შორს წავიდა, ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პროპორციული საარჩევნო კანონის მოთხოვნა უკვე სრულიად არასაკმარისია. ალბათ უკვე დროა ოპოზიციამ ბევრად უფრო ფართოდ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ამოცანები; ფართო საზოგადოებისთვის უფრო ნათლად და გასაგებად გამოკვეთოს საკუთარი მიზნები და დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა უმძიმეს პრობლემებთან და მათ გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, ოპოზიციის გამარჯვებისთვის ასევე აუცილებელია ერთიანი ლიდერის (ან ლიდერთა ჯგუფის) მკაფიოდ გამოკვეთა, რადგან ელექტორატისთვის ძალიან რთულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სრულად განცდა და ბრძოლაში შესვლა დომინანტ ლიდერთა პერსონიფიცირების გარეშე. ეკლექტური ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო რა თქმა უნდა ვერ იქნება პროცესების მართვის და ბოლომდე მიყვანის მუდმივი ინსტრუმენტი. ამ ერთობამ თავისი პოზიტიური როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მომდევნო, უფრო აქტიურ ეტაპზე ალბათ ბუნებრივად მოხდება მისი ფრაგმენტაცია ელექტორატის ინტერესთა სპექტრის სეგმენტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე. თუ ოპოზიციაში სათანადო მზაობა იქნება, ამ ეტაპზე ალბათ შესაძლებელი გახდება ლიდერთა მთავარი ჯგუფის გამოკვეთა, რომელმაც უნდა იტვირთოს პროცესის ძირითადი სიმძიმე და პასუხისმგებლობა. ვფიქრობ აუცილებელი იქნება, რომ ოპოზიციამ გონივრულად გადალახოს ეს ეტაპი ისე, რომ საერთო სტრატეგიისთვის, პარალელურ რეჟიმში, შეინარჩუნოს საერთო ოპოზიციური კოორდინაციაც.

საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნათლად აუხსნას საზოგადოებას, რომ თუ ხელისუფლება სხვადასხვა მანიპულაციებით მოახერხებს დროის მოგებას და დაასრულებს ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის განვითარების ისტორიული პერსპექტივის დაკარგვა, რაც ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიულ ჭაობში გარდაუვალ დაბრუნებას გვიქადის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ჩამოაყალიბოს და საზოგადოებას ასევე შესთავაზოს კონკრეტული „პოზიტიური დღის წესრიგი“ - ანუ იმის ნათელი, დამაჯერებელი სურათი, თუ რას მიიღებს ქვეყანა და საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42