"ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან" - ვატო წერეთელი
პოლიტიკა - 12:21, 07 Feb, 2020     1229
"ტვ. პირველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება მას მამის სიცოცხლით ევაჭრება. მიზანი კი მისივე თქმით. კრიტიკული ტელევიზიის გაჩერება და ზეწოლაა.

განცხადება წერეთელმა კლინიკაში გააკეთა, სადაც ხანგრძლივი და ფორსირებული დაკითხვების შემდეგ ბიზნესმენი ავთო წერეთელი უგონო მდგომარეობაში შეიყვენეს.

ბიზნესმენს ფულის გათეთრებას ედავებიან, თუმცა წერეთლების თქმით, საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

"ჩემს ოჯახს სიცოცხლეშივე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. გუშინ გადავრჩით. ბრძოლა კი გრძელდება უკეთესი ქვეყნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლაა უკეთესი მომავლისთვის.

პირადად ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან"- აცხადებს ვატო წერეთელი.

რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, მედიკოსების თქმით, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ანალიზებში ცვლილებები შეინიშნება.

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, პაციენტის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება.

„ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას",-განაცხადა რუსუდან ლაგვილავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42