ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ყველა მეთოდით იბრძოლებს. ეუთო ოდირის დასკვნისა და ხელისუფლების პასუხის შემდეგ პოლიტიკური ძალები კონსულტაციებს ისევ განაგრძობენ. ოპონენტები, მმართველ ხელისუფლებას თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ ქართული ოცნება მოლაპრაკების რაუნდებს მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით ატარებს. პიკეტირება, დიალოგი და კონსულტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, ოპოზიცია მთელი საქართველოს მასტაბით გაშლის.
მმართველ ხელისფლებას პასუხს ოპოზიციური პარტიის ლიდერებო და წევრები პასუხობენ სამომავლო გეგმებზე და მოუწოდებენ გონს მოეგონ.
''ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას ქვეყნის შიგნით რა თქმა უნდა მშვიდობიანის. ჩვენი ქვეყნის მეგობრები აპირებენ ზეწოლის გაგრძელებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სანამ ივანიშვილი და მისი კლოუნები გონს არ მოვლენ და არ გადადგამენ ნაბიჯს ამ შეურაცხყოფის უკან წასაღებად, რაც ქართველ ხალხს მიაყენე და არ დათანხმდებიან იმ რამოდენიმე კომპრომისული წიანდადებიდან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რაც წაგვიყვანს პროპორციულობისკენ, არ შეწყვეტენ ძალადობას და შეეგუებიან იმას რომ ქართველი ხალხის არჩევანით გადაირჩევენ, რომელიც დარწმუნებული ვარ მოხდება და მსვიდობიანად წავლენ ხელისუფლებიდან. '' - გიგა ბოკერია.
'' ეუთოს დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს პოზიციას, ამიტომ უფრო წელგამრთულნი მივალთ მოლაპრაკებაზე და დავარწმუნებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული ოცნება თვალთმაქცობს, არ უნდა მოლაპრაკება და დროის გაწელვის მიზნით იყო ეს ე.წ ჩატარებული რაუნდები, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. დიდი იმედი არ გვაქვს მაგრამ იქნებ გონება გაუნათდეთ მას შემდეგ რაც ევროკავშირიდან მწვავე შეფასებები ისმის.’’ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






