სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა
პოლიტიკა - 16:41, 06 Feb, 2020     1177

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი) საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ". მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელისათვის არამატერიალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას.

2003 წლის 22 ნოემბერს, ქ. რუსთავიდან ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების სამმართველოს “დ” დანაყოფის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება - ე. წ. ბეტეერი #004, რომელსაც მართავდა აღნიშნული დანაყოფის ჯავშანტექნიკის ჯგუფის მძღოლ-მექანიკოსი ავთანდილ მამალაძე. დაახლოებით 18 საათსა და 25 წუთზე, გორგასლის ქუჩაზე ჯავშანტრანსპორტიორი საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ, დავით საყვარელიძის მართვის ქვეშ მყოფ „ბმვ“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანას შეეჯახა.

ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით საყვარელიძე კი მოთავსდა ქ. თბილისის # 1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2003 წლის 24 ნოემბერს. მანქანაში მყოფმა ბავშვებმა - სოფო წულიაშვილმა და ბადრი წულიაშვილმა კი მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შშს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა # 1003544 სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით.

მიუხედავად საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევებისა და კანონის მოთხოვნათა უგულველყოფის, დაზარალებულ მარიამ საყვარელიძეს მთელი 9 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა, რათა საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება. შიდაეროვნულ ინსტანციებში დავის ყველანაირი შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, საყვარელიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევდა, რომ საქმეზე გამოკვეთილი იყო და ცნობილი იყო სავარაუდო დამნაშავე პირები და საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდებოდა. ორგანიზაციამ, ათი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოითხოვა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამ საქმის გახსნით დაინტერესებულნი არ იყვნენ, რათა არ შებღალულიყო 2003 წლის ნოემბრის „უსისხლო რევოლუციის“ სახელი.

10 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი), საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" და სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42