ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დოკუმენტაციის ნამდვილობას ადასტურებს. ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ასევე მილიონ რვაასი ათასი ადამინიდან ხუთასი ათასი ვერ ახერხებს საბანკო სესხის დაფარვას . ხოლო 111 ათასი ადამიანს სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ბოლო ერთ წელწადში შეექმნა.
ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ შექმინილი მდგომარეობა იმ არასწორი ეკონომიური სისტემიდან გამოძახილია, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება.
ექსპერტ გიორგი კეპულაძის თქმით, 2019 წლის ბოლო ყოველ მეოთხე მსესხებელს და თავდებით პირს აქვს ვადაგადაცილება.
''იმისთვის რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, ჩვენ უნდა ვერბრძოლოთ მიზეზს. მთვარი მიზეზი კი სიღარიბეა და გაჭირვებაა, თორემ ნამდვილად არავის ეხალისება ვალის აღება და ამ ვალის ვერ გადახდა''. - ამბობს კეპულაძე
''11 ათასი ადამინი არის ვისაც არ უფქისრდებოდოდა წინა წლის დავალიანება ხოლო დღეს იმ სიაში შედიან ვისაც გადახდის პრობლემა უფიქსირდება ეს ნიშნავს კონკრეტულ პრობლემებს ან მსესხებელების კონკრეტულ ბიზნესს აქვს პრობლემა, ან სადაც მუშაობენ მათი სამსახურის განვითარების ტემპია შენელებული.
საბოლოო ჯამში ეს უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ მდგომარეობას რატომაც 111 ათასი ადამინი ემატება იმ სიას სადაც ვერ ფარავს საბანკო ვალს'' - აღნიშნა ეკონომიკის ექპერტმა, ირკლი ყიფიანმა.
ფინანსთა მინსიტრის, ვანო მაჭავარიანის განმარტებით "დღეს თუ რაიმე ტიპის ვალი ვიღაცას უგროვდება ან ვიღაც არღვევს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი".
‘’თუ ვალები გროვდება ან ვინმე არ იხდის ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 2 წელია 5 % - ით იზრდება, ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში. ხოლო დაკრედიტების წესები გაცილებით უფრო ცივილიზებული და მიახლოვებულია ევროპასთან. შესაბამისად დღეს თუ რაიმე ტიპის ვალი ვიღაცას უგროვდება ან ვერ იხდის ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და თუ ეს არის ინდიკატორი გაურესების, ცდებით’’. - თქვა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






