"გონს მოეგოს ივანიშვილი და მისი კლოუნი წულუკიანი, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა" - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:30, 06 Feb, 2020     915
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრს "კლოუნს" უწოდებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, დროზე მოეგოს გონს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას დათანხმდეს.

ბოკერია აღნიშნული კომენტარით, იუსტიციის მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დახურულ შეხვედრაზე ხელისუფლებას თითს უქნევდა და ამბობდა, რომ თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს არ მიიღებდა "ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა".

ბოკერია წულუკიანის მონაყოლს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი ლექსიკით ის არ საუბრობს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის, პირადად მისი და საზოგადოების ღია გზავნილია, რომ "ივანიშვილი დროზე მოეგოს გონს".

"საჯაროდ ვიმეორებ - მთლიანად ოპოზიციისა და საზოგადოების გზავბილია ეს: დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით გონს მოეგება. დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და საკუთარი თავის პოლიტიკურად დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა.

რა დახურულ შეხვედრაზე საუბრობს? ის ალბათ გულისხმობს დიპლომატებთან შეხვედრას,თურმე საიდუმლოდ დავემუქრე ამას აშშ-ის, ევროკავშირის ელჩის თანდასწრებით. ეტყობა ნერვიულოს და უნდა ინტევიულონ კიდევაც. ოღონდ ნერვიულობას ჯობია დროზე მოეგონ გონს და არ აკეთონ მსგავსი ბრიყვული განცხადებები"- ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით ხელისუფლებამ საზოგადოებას ლეგიტიმური პროტესტიკსენ თავად უბიძგა.

ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ყველა სცენარში არჩევნებს აგებს:

"სწორედ მათ უბიძგეს საზოგადოებას ამ ლეგიტიმური აღშფოთებისკენ. ზაინი მიაყენეს ქვეყანას და რისკის ქვეშ დააყენეს საკუთარი თავი. ყველა სცენარით ისინი მწარედ დამარცხდებიან. ჩვენ გვსურს ისინი დამარცხდნენ შედარებით ნორმალურ სცენარში. ეს არის ჩვენი საჯარო გზავნილი და თუ გნებავთ "დახურულიც" თუ ამ ჩემს პროგნოზს მუქარად ჩათვლიან ჩათვალონ. ეს არჩევანი ივანიშვილმა გააკეთა, თორემ წულუკიანმა რა არჩევანი უნდა გააკეთოს?! მათ უთხრეს საზოგადოებას, ამომრჩეველს, რომ ფეხებზე გვკიდივართ. იმას რასაც დაღვრილი სისხლისა და "გავრილოვის ღამის შემდეგ დაგპირდით არ შევასრულებთ, გადაგაგდეთ. სწორედ ამ არჩევანმა დააყენა ქვეყანა რისკის ქვეშ. სწორედ ეს არჩევანი უნდა შეცვალოს ივანიშვილმა და რისკები შეამციროს"- დასძინა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რატომ გააჟღერა წეულუკიანმა დახურული შეხდვედრის დეტალები დღეს, ოპოზიციონერი ამბობს, რომ "ოცნება" სტრესის ქვეშაა:

"როგორც ჩანს, რაღაც სტრესის ქვეშ არიან, უნდა იყვნენ, თუმცა ჩემი ამოცანა ის კი არ არის წულუკიანაირი კლოუნი სტრესისქვეშ იყოს და მორიგი სისულელეები ილაპარაკოს. ივანიშვილი უნდა მოეგოს გონს, უთხრას ამ კლოუნებს შეცვალონ ეს კურსი ქვეყნისთვის საზიანო და მათთვის პერსონალურად დამღუპველი. და შეეგუოს მარცხს არჩევნებზე"- დასძინა მან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42