ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტში არსად წერია და არც მოწოდებულია რაიმე მითითება ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურუბაზე.
"ამ დოკუმენტშია არის ორი მთავრი პუნქტია, 1-პროპორციული არჩვნები და გერმანული მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის დაახლოებული პროპორციულ არჩევნებთან და საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინაამღდეგბა, რომ ეწინააღმდეგებოდეს ეუთო შესაბამის დასკვნას გამოიტანდა,
2-ეუთო ცალსახად სთხოვს ხელისუფლებას, რომ მიიღეს ის მოდელი რომელიც დაფუნძენული იქნება კონსენსუსზე. ქართული საზოგადოება და ოპოზიცია მხოლოდ პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლებას ითხოვს"- აცხადებს ვაშაძე.
რაც შეეხება მმართველი ხელისუფლებას, პარტია ''ქართული ოცნება'' მოუწოდებს ოპოზიციას რომ დათანხმდნენ 100-50 - ის მოდელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ახლანდელი შერეული მოდელით. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოდელს მმართველ პაარტიაში საუბარი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






