"ეუთო-ოდირი მიუთითებს როდესაც კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება"- კახიძე
პოლიტიკა - 12:30, 06 Feb, 2020     907
ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე ეუთო/ოდირის დასკვნიას და მასზე მმართველი პარტიის წევრების კომენტარებს ეხმაურება.

"ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ოდირის მანდატში არ შედის კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენა, როდესაც კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას ამის შესახებ დასკვნაში მითითებულია ხოლმე.

"როდესაც გაგზავნილ პროექტს კონსტიტუციასთან რაიმე პრობლემა აქვს, ეუთო-ოდირი მიუთითებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატში მართლაც არ ჯდება კონსტიტუციურობის შეფასება. ასე გააკეთეს, მაგალითად, მოლდოვას შემთხვევაში,"- ამბობს კახიძე.

კითხვაზე, რატომ არ წერია ეუთო-ოდირის დასკვნაში ცალსახად, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ოთო კახიძე განმარტავს, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენცია მთლიანობაში კონსტიტუციურობის დადგენა არაა.

"როდესაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ წერენ და როცა არ არის წინააღმდეგობა, მაშინ არ წერენ. ჩვენს შემთხვევაში, ნათლად წერენ, რომ ამ ცვლილებას ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება,"- ამბობს ოთარ კახიძე.

ამასთან, კახიძის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ისიც არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის მათ მიერ შემუშავებული, ლეგიტიმურია.

"თუ ქართულ ოცნებას არ სურს ამ არგუმენტების მიღება, მათგან არ მიკვირს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც არის ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ეუთო-ოდირის დასკვნა იქნება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდეს,"- ამბობს ოთარ კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42