"არ არის გარკვეული საერთოდ რა მოდელი გააგზავნეს და რაზე მიიღეს პასუხი. იმიტომ რომ ე.წ. მრავალმანდარიანი რეგიონალური ეს არის ავღანური მოდელი, ერაყული მოდელი, რომელიც არანაირად არცერთ პარამეტრში არ ჯდება. თუ გერმანული მოდელი გააგზავნეს, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც გვაქვს", - ამბობს გია ვოლსკი.
ეუთო-ოდირის მიერ რამდენიმე საათის წინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."
"საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას, შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია." - ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო-ოდირის დასკვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".
მასალის გამოყენების პირობები






