"ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა" - ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნაზე
პოლიტიკა - 10:14, 06 Feb, 2020     2165
ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნას აფასებენ და აცხადებენ, რომ "ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დოკუმენტში კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბარია რ არის.


"ეს არის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა არ ამბობს, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება. იქ ნათლად წერია, რომ ის ბოლომდე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

თუ ერთიანობა იქნება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ამ საკითხზე, ჩემი აზრით ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.

GIPA-ს რექტორმა თორნიკე შარაშენიძე ეჭვობს, რომ ხელისუიფლება ამ დასკვნასაც დააიგნორებს.

"ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას ქართველი ხალხი აღარ ენდობა, მსგავს შეფასებებს და დასკვნებს კი დიდი ხანია იგერიებენ იმით, რომ ეს ნაცების შეთხზულია და სიცრუეში აცხოვრებენ დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ ეჭვი მაქვს ამასაც რაღაცნაირად დააიგნორებენ," - აღნიშნა GIPA-ს რექტორმა თორნიკე შარაშენიძემ.

ეუთო-ოდირის მიერ რამდენიმე საათის წინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

"საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას, შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია." - ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო-ოდირის დასკვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42