სვანტე კორნელი: "მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო... საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა"
პოლიტიკა - 09:51, 06 Feb, 2020     1109
"კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორის უმწვავესი განცხადება - "მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა"- უთხრა სვანტე კორნელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ამჟამად უკუსვლა ჩანს.

„საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, უფრო განვითარებულ და უფრო თავისუფალ ქვეყნად აქცევს. პირიქით, მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა. მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, გამოკითხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდება“, - განაცხადა კორნელმა.

მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლებისა და კონგრესისი მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ ისევ არის საქართველოს მიმართ ინტერესი.

„ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა უამრავი პრობლემის მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს საქართველოსადმი ინტერესს. ვინც საქართველოში ოდესმე ყოფილა, ცოტას თუ შეუძლია მისი დავიწყება. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ვნახეთ ხარისხობრივი ცვლილება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბურობას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ პროდასავლურ ადამიანებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას,“ - აცხადებს კორნელი ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42