ოდირს კითხვის ნიშანი რომ გასჩენოდა გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 21:43, 05 Feb, 2020     1318

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიერ ეუთო-ოდირიდან მიღებულ დასკვნას ეხმაურება და პოზიტიურს უწოდებს.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ დასკვნაში ერთი კითხვის ნიშანიც კი არ არის დასმული ჩვენ მიერ წარდგენილი მოდელის კონსტიტუციურიბასთან დაკავშირებით.

„ველოდით ოდირის დასკვნას. მოხარული ვარ, რომ დასკვნა მოვიდა და მოვიდა ისეთი, როგორიც არის – პოზიტიური, სადაც ერთი კითხვის ნიშანიც კი არ არის დასმული ჩვენ მიერ წარდგენილი მოდელის კონსტიტუციურიბასთან დაკავშირებით.

ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიყავით, ამიტომაც იყო ჩვენი პოზიცია ძალიან მყარი. ოდირის დასკვნის მოსვლამდეც მუდმივად ვიმეორებდით, რომ კონსტიტუციურობასთან კითხვის ნიშანი არ გვქონდა და არ ვაპირებდით ხელისუფლებისათვის დათმობას, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პარლამენტი იყოს მართლაც პროპორციულად შესაბამისი მოსახლეობის ნებისა.

ამ დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ ნებისმიერი სისტემა, ნებისმიერი საარჩევნო პოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალოს ქართული ოცნების სიბრიყვემ. სხვა კონსტიტუციურობა და კანონთან შეუსაბამობა ნამდვილად გამორიცხულია. კითხვის ნიშანიც კი რომ გასჩენოდა ოდირს ჩვენს მიერ გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა თავის მოსაზრებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებასაც პასუხობს.

„მე უკვე მოვისმინე დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ბატონი მდინარაძის განცხადება, რომელმაც კითხვა დასვა, რომ არის კი გაგზავნილი ეს მოდელიო, რომელზეც ლაპარაკი იყოო. კი, ბატონო მდინარაძე, ჩვენ საერთაშორისო აფერა ნამდვილად არ გვეხერხება, რაც წარმოგიდგინეთ თქვენ ოპოზიციამ, რაც წარვუდგინეთ ელჩებს. დიახ, ის კანონპროექტი იყო გაგზავნილი და იმ კანონპროექტზეა მიღებული პასუხი.

ამავდროულად, უნდა გამოვეხმაურო ასევე ბატონი მდინარაძის მეორე განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თურმე ჩვენ, ოპოზიცია მანიპულაციას დავიწყებთ და ის ქართველ ხალხს არ მოატყუებინებს ოპოზიციას. ამას თქვენ ჩვენ გვეუბნებით?! მართლა საერთაშორისო აფერა ჩაატარეთ, როდესაც მთელი ქართველი ხალხი მოატყუეთ. არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადეთ, მივიღებთ ამ სისტემასო და მერე გვითხარით, რომ გადავიფიქრეთო. თქვენ ლაპარაკობთ ტყუილზე?! ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, თანაპარტიელები, ასევე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომ თქვენ კვლავ მოატყუოთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42