ქართული ოცნების ერთერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს ეუთო/ოდირის დასკვნა არ უნახავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია იტყუება.
მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი.
"აქაც იურისტები ვართ და შეგვიძლია რაღაცეების კითხვა. საზოგადოებას აინტერესებს - გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და სიტყვებით მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია, რომ სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა.
თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, თითქოს გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუვიას, ეს არის ტყუილი, იგივეს ვიმეორებ დღესაც, გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი, და თუ ვინმე ცდილობს, რომ სიტყვების მანიპულირებით "ეს მოდელი", "ის მოდელი", "კორექტირებული მოდელი", "ცოტა განსხვავებული მოდელი", "გერმანულის მსგავსი მოდელი" და ასე შემდეგ იმანიპულიროს და რაღაცა მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ" - აცხადებს მდინარაძე და ეუთო/ოდირის დასკვის წაკითხვას ხვალამდე აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






