პოლიტიკური მოძრაობა ''ტრიბუნას’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მდინარაძე- კობახიძის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ სწორება 60% აქვთ.
„ოცნებამ" ნდობის და მხარდაჭერის რესურსი ბოლომდე ამოწურა და ეს ფაქტია. ასე რომ, სულ ტყუილა არიან კალკულაციით დაკავებული." - ჭიჭინაძე.
"მიუხედავად იმისა, რომ წესით ასაკით არ უნდა ყოფილიყვნენ, „ოცნების“ ეს ახალგაზრდები ნამდვილი, ჩამოყალიბებული კომკავშირლები არიან. კომკავშირელებს უნდოდათ მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა და იმიტომ.
ზოგადად კი, პოლიტიკაში თუ რამის გამკეთებელი ხარ, 10 წელიწადში ყველაფერი უნდა გააკეთო, მერე წახვიდე, გაკეთებულით დატკბე და ხალხი დაასვენო.
ისე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში მიემგზარება და პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ოცნების სხვა ლიდერები გზაში მსგავსი სახის განცხადებებს აწევენ, იმიტომაც ვიღებთ კონგრესმენების და სენატორების ისეთ განცხადებებს, რასაც ვიღებთ."- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






