პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღესაც გაიმეორე განცხადება, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება. სწორედ აღნიშნული პროგნოზის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" წევრს შეახსენა ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადება, რომ ასეთი პროგნოზი ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას აპირებს.
“თორნიკე შარაშენიძე არის ექსპერტი? საქართველოში ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არამარტო არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგადად, უჭირთ ამ ადამიანებს პროგნოზების კეთება, გათვლა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა უნდა მოხდეს და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი ადამიანების, ქართველი “ვანგების” კომენტარებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ფაქტს სოციალურ ქსელში მოკლე შეფასებით ეხმაურება თავად თორნიკე შარაშნიძე: "მე შაირი არ მინდოდა...".
ის შეახსენებს კობახიძეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და პროფესორია : "არ ვარ ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ვარ და პროფესორი"
მასალის გამოყენების პირობები






