''არ ვიცოდი, უგულავა გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11 საათზე დავნიშნავდი'' - მდინარაძე
პოლიტიკა - 15:08, 05 Feb, 2020     709

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დღევანდელი სხდომის 10:00 საათზე გამართვის მიზეზს განმარტავს.

მისივე თქმით, უმრავლესობას კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა პლენარულ სესიამდე უნდა მოესწრო.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. უმრავლესობის სხდომა ხშირად იმართება და 10:00 საათზე იმიტომ უნდა დაწყებულიყო, რომ დღეს პლენარულ სხდომამდე მოგვესწრო იმ თემებზე საუბრები, რომელიც გავიარეთ. საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტებია. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარქაძემ.

მისი თქმით, სხდომაზე არჩევნებსაც შეეხო საუბარი, მათ შორის – საარჩევნო სისტემას.

„ორგანიზაციულ საკითხებზეც იყო საუბარი, მათ შორის არჩევნებზე. მოკლე საუბარი იყო საარჩევნო სისტემაზე, სადაც კომპრომისული ვარიანტი წარვუდგინეთ ოპოზიციას. გადაიხედება თუ არ გადაიხედება, ამაზე არ გვისაუბრია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციას დღეს პარლამენტთან 11:00 საათზე საპროტესტო აქცია და სირცხვილის კორიდორი ჰქონდა დაანონსებული. საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო. ამასთან, დღესვე გაიმართა ბიუროს სხდომა, პლენარული სესია კი, 14:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტთან აქცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დილით უცებ ჩაინიშნა, რადგან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადრე შეეყვანათ. „ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში“, – განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42