"სენატორებმა თავიდან აღარ აგინეს, დავით ზალკალიანს უთხრეს, წაიკითხე წერილი და გინება იქ წერიაო"- უგულავა
პოლიტიკა - 13:05, 05 Feb, 2020     997

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ამერიკელ სენატორებსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, სენატორებმა თავიანთი მწვავე, კრიტიკული პოზიცია, წერილების შემდეგ უკვე შეხვედრაზეც დააფიქსირეს.

„ადამიანი ადამიანს რომ შეხვდება, გასაგებია, რომ დედას არ შეაგინებს. სენატორები კვლავ შეხვდნენ ამ შემთხვევაში უკვე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს და უთხრეს, რომ ჩვენ პრემიერ გახარიას გამოვუგზავნეთ წერილი, შეშფოთების წერილი, ვადასტურებთ და გიმეორებთ კიდევ ჩვენს შეშფოთებას. ანუ თავიდან აღარ აგინეს, უთხრეს, რომ წაიკითხე წერილი და გინება იქ წერიაო. თუ ვინმეს არ ესმის და მაინცდამაინც დიპლომატიური ენის გაგონება არ უნდა, მაშინ ასე გაჭრილად ნიშნავს ამას.

ისევ ისეთივეა კრიტიკა, კრიტიკა არის ძალადობაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, დაპირებების შეუსრულებლობაზე. დარწმუნებული ვარ, ახლა უმრავლესობა რომ დამთავრდება, გამოვლენ და იტყვიან, დაპირებების არ შესრულება კი წერია, მაგრამ რა დაპირების, არ წერია. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ სოლარიუმების ჩამორიგება არ უგულისხმიათ, არც სენატორებს ხომ? საუბარია იმაზე, რასაც ივანიშვილი პირდებოდა ხოლმე ხალხს.

რაც შეეხება გარანტიებს, ვიყოთ გულწრფელები, ზალკალიანი არც იმ კალიბრისაა საკუთარ მთავრობაში და არც იმ გაქანებისაა დიპლომატიაში, რომ მისი გარანტიები ამ წუთას სერიოზულად განვიხილოთ. ჩვენ ძალიან ხშირად გვინახია, რომ მთავრობის წევრები იქნებიან, თუ უმრავლესობის წევრები, ასე მოშორებაზე არიან, იქ რაღაცას იტყვიან და შემდეგ ვეღარც დაიჭერ იმ სიტყვას, ოღონდ იქ გამოძვრეს და მეტი არაფერი უნდა. გარანტიებს ამ ქვეყანაში ივანიშვილი უნდა იძლეოდეს, რადგან რეალური მმართველი ის არის. გარანტიების მაგივრად, ეს ადამიანი ძალადობს, ამ ადამიანმა გათხვარა მართლმსაჯულების სისტემა და გადააგდო საკუთარი ხალხი.

ამიტომ ვნახავთ, რას გულისხმობს ბატონი ზალკალიანი, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ამერიკიდან, ევროპიდან, ამერიკულ და ევროპულ თავისუფალ პრესაში სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ივანიშვილის ველურობის გამო ფუჭდება. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, რაში გვჭირდება ივანიშვილი, რომელიც ატყუებს საკუთარ ხალხს, რომელიც დაპირების მიუხედავად საკუთარ ფულს კი არ ხარჯავს, აქეთ ართმევს ფულს და შემდეგ თავის ბინძურ პროპაგანდაში იხდის. საბოლოო ჯამში ეს ადამიანი გახდა საერთაშრორისო თვალსაზრისით ქვეყნის სირცხვილი და ქვეყნის მუხრუჭი ეკონომიკის განვითარებისთვის. ამიტომ არაფერიში აღარ გვჭირდება ეს ადამიანი, რაც კარგად ჩანს ყველა წერილში. ყველა წერილი მიმართულია ტრამპისკენ ან ევროპის ხელმძღვანელებისკენ, რომ მიაქციეთ ყურადღება, საქართველო იკარგება, საქართველოში რუსეთი ძლიერდება, საქართველოში დემოკრატია მარცხდება და ოლიგარქია ვითარდება, აი ეს არის პათოსი იმისა, რაც ივანიშვილმა მოიტანა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42