პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია, ათობით ჰექტარ მიწას, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში ყიდულობს.
ხუბუტიამ უკვე შეიძინა 800 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი და ცოლის დის, ნონა ჯანაშიას სახელზე გადააფორმა.
ოკუპანტი ქვეყნის წარმოამდგენლის ბიზნესის წამოწყებამ, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააპროტესტა ნაციონალურმა მოძრაობამ. სოფელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი ჩავიდა. მის გამოჩენას ხუბუტიას მხრიდან გინება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"ხომ შეიძლება რომ ბატონმა მიხეილ ხუბუტიამ განაცხადოს, რომ ეს არის რუსეთის ტერიტორია, თქვენ ხართ ჩვეულებრივ დღეს, ჩემი ხედვით და ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის პირდაპირ პუტინის წარმოადგენელი. ეს არის რუსული ფარული ძრახვები და ამ ქმედებით რუსეთი ფარულად ცდილობს გავლენის გაძლიერაბას საქართველოში. რატომაც დამატებით ჯაშუშები მოავლინა საქართველოში.'' - განაცხადა ბოტკოველმა.
მიხეილ ხუბუტია კი განაცხადებს, რომ ეს არის მისი პირადი, კუთვნილი მიწა და არის დაინტერესებული კახეთში მიწის შეძენით, ეს ყველაფერი კი მისი ცოლის დაზეა გაფორმებული, რადაგან საქართველოს კანომდებლობა არ აძლევს უფლებას გადაიფორმოს მიწის ფართობი.
მასალის გამოყენების პირობები






