სკანდალური აღიარება - შოთაძე ამბობს, რომ პროკურორობის დროს, ხაზარაძის და ივანიშვილის შეხვედრას ესწრებოდა
პოლიტიკა - 15:26, 04 Feb, 2020     2900

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ადასტურებს გენერალური პროკურატურის კანდიდატი ირაკლი შოთაძე. მისივე განცხადებით თანადებობაზე ყოფნისას მამუკა ხაძარაძის, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას ესწრებოდა.

ამის შესახებ, შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საუბრისას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“.

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე” - შოთაძე.

მისი თქმით, მას შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, ეს დაადასტურა აგრეთვე ხაზარაძემაც, მანვე განაცხადა, რომ შოთაძე შეხვედრაზე ჩუმად იჯდა.

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე განმარტებით, შეხვედრის დეტალები არ ახსოვს, მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ „ამ შეხვედრის გამართვის გამო, ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი”.

კახიძის კითხვაზე, რატომ იყო ივანიშვილთან ის, როგორც კერძო პირი, შოთაძე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბევრ კერძო პირს ხვდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან სამომავლო პროექტი განიხილა.

„ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, გარეთ, რესტორანში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნესცენტრში. ეს იყო პროკურატურის საქმიანობასთან, ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. მართლმსაჯულების სფეროში განათლების კუთხით გარკვეულ სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე… არავის არაფერს ვუთანხმებდი, საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე. ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი. მზად ვარ, ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვესაუბრო ამ საკითხზე, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემა”, - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42