''დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას'' - ირაკლი შოთაძე გადადგომასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 14:56, 04 Feb, 2020     1972

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე განცხადებას აკეთებს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მისივე თქმით გადადგომის შემდგომ შესაძლებელი გახდა ე.წ ხორავას ქუჩის საქმე დასარულამდე მისულყო.

“ვფიქრობ, რომ ჩემი გადადგომით შეიქმნა შესაძლებლობა ეს საქმე (ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე) ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას’’ - შოთაძე

როგორც შოთაძემ აღნიშნა, მისი გადადგომის მიზანი იყო საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, ის წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.

„არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებზსა და მიზეზებზე, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მივიღე პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარე გამოძიება, არის აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. ეს სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით, საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი. რეალურად გადაწყვეტილება იყო პირველი ინსტანციის, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს - შსს, პროკურატურას, მაშინ ვფიქრობდი, რომ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. ახლა არ ვიცნობ საქმის დეტალებს“, - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის განცხადებით, გადადგომის მთავარი მესიჯი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის თანამდებობა არაფერს არ ნიშნავდა.

„ჩემი მთავარი მესიჯი ამ შემთხვევაში იყო რომ დაენახა საზოგადოებას, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა საზოგადოებისა და კანონის სამსახურში ვყოფილიყავი. მე პირადად არანაირი მოტივაცია არ მქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა და რაიმე სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ამის მიზანი იყო ის,რომ გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი ამ საქმეზე, საქმე წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42