დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და კონგრესის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენციაზე რომელსაც 25 ქვეყნის 50 ზე მეტი პარლამენტის წევრი ესწრება. ასევე, დაგეგმილია გამოსვლა სპეციალურ მოსმენაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია გამართავს, სადაც ისაუბრებს ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ გამოწვევებზე, ასამბლეის სამომავლო პრიორიტეტებზე. მონაწილეობას მიიღებს სენატის თავდაცვის კომიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ ფორუმში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი ტრადიციულ საუზმეს დაესწრება, რომელიც აშშ_ს პრეზიდენტის სახელით ვაშინგტონში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






