ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უწყობენ'' - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 16:06, 03 Feb, 2020     750

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნამდვილ სირცხვილს უწოდებს ''ნაციონალური მოძრაობისა და მათი “სატელიტების’’ მიერ დაგეგმილ “სირცხვილის კორიდორებს’’.

ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უწყობენ, – მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, ყველა სახელმწიფოს უწევს რაღაც ფასის გადახდა ქვეყნის წინსვლისთვის, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულება და ხარისხი.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის აშშ-ში ვიზიტის დროს, ამხელენ იმ ფეიკნიუსებს, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება.

„თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, შეუძლიათ, 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე და იმაზე, იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი, თუ შიდა დემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე პარლამენტში სალაპარაკოდ ერთადერთი მიზეზით არ შემოდიან, ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და ფეიკნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე. თუმცა სიმართლე გამოიკვეთება პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ ფეიკნიუსებს, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პიკეტირების დროს თუ იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას აუცილებლად კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

„თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არ მოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, ასევე არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42