„ხვალინდელი პიკეტით ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს , სიტყვის უკან წაღებას, ქვეყნის შიგნით. შევახსენებთ, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საზოგადოება ელოდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაქციას და როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ხვალინდელ პიკეტს შეუერთდება.
პიკეტი იქნება მშვიდობიანი აბსოლუტურად კანონი ფარგლებში, და ძალის დემონსტრირებაზე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, უსუსურად გამოიყურება.
ხელისუფლებას, რომ საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს და საკუთარი მოქალაქეები არ ადრადებს ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ვაიძულებთ საერთაშორისო თანამეგრობრობას მაინც გაუწიოს ანგარიში“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






