სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - '' ეჭვი გვაქვს რომ 10 თებერვალს გიგი უგულავს დაიჭერენ''
პოლიტიკა - 15:37, 03 Feb, 2020     1137

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატის განცხადებით, უგულავას საქმეზე, 10 თებერვლას უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ადვოკატი, ბასილაიას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშნულმა შალვა თადუმაძემ მიიღო პოლიტიკური დავალება და ის უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება," - განაცხადა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება ისე, რომ მოსამართლეების, მერაბ გაბინაშვილის და შალვა თადუმაძისგან, შემდგარი კოლეგია გიგი უგულავასა და მისი ადვოკატის პოზიციებს არ მოისმენენ.

ბასიალაიას თქმით, საქმე ეხება ე.წ თბილისის განვითარების ფონდეს, ასევე ეს არის საქმე რომელიც საქალქო და სააპელაციო სასმართლოში ისე დასრულდება, რომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.

"დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ეს საქმე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი,"- ამბობს ბექა ბასილაია.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამას ის აფიქრებინეთ, რაც ბოლო პერიოდში გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, მათ შორის 11 დეკემბერს აეროპორტში მასზე თავდასხმა და შემდეგ ისევ მისთვის ბრალის წარდგენა, ასევე პროკურატურის ოქროს მოწმის, გიორგი კაპანაძის დაკითხვის განახლება.

"ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ დაჭერები გაგრძელდება და 10 თებერვალს ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ იმას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც საინტერესოა, რომ ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადების დროს იყო გენერალური პროკურორი. რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და დღეს არის ამ საქმის მოსამართლე," - თქვა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42