თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იმასთან დაკავშიორებით არის თუ არა ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც კვლავ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ადეკვატური იქნება.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეხება გიგი უგულავას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა მერმა თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა.
„რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






